ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად დამიფასდება - რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
Education

3 აგვისტო, 2025

ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად დამიფასდება - რეზო ყაველაშვილი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

განათლებასტიპენდიამოტივაციასაქართველოს ბანკიცხელი თემები

განათლების დაფინანსება

განათლების დაფინანსება საქართველოს ბანკის პრიორიტეტული მიმართულებაა. განათლება არის ის ძალა, რომელსაც ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნა შეუძლია. საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაც ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის შეიქმნა და უკვე 350-ზე მეტ სტუდენტს მისცა სწავლის საფასურის სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსების შესაძლებლობა.

რეზო ყაველაშვილის გამოცდილება

ერთ-ერთი წლევანდელი სტიპენდიატი რეზო ყაველაშვილია, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობს: „დიზაინი ბავშვობიდანვე მაინტერესებდა, ყოველთვის მიყვარდა კრეატიული sanbox თამაშები: Minecraft, Sims, სადაც შემეძლო მეკეთებინა ის, რაც ჩემს გულს გაუხარდებოდა. ხატვაც ყოველთვის მიყვარდა და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მომავალი professიის არჩევაში. სამომავლოდ მინდა, რეალობად ვაქციო ის იდეები, რომლებზეც ბავშვობიდანვე ვფიქრობ“.

სტიპენდიას მნიშვნელობა

რეზო გვიყვება, რომ სტიპენდია მხოლოდ დაფინანსების მოპოვება არ არის და ახლა უფრო დიდი მოტივაციით განაგრძობს სწავლას: ,,ჩემთვის სტიპენდია, პირველ რიგში, დიზაინის პროექტებსა და მეცადინეობაში გაუთენებული ღამეების დაფასებაა. ახლა უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ვიცი, რომ შრომა აუცილებლად დამიფასდება. მთავარ ⁠⁠მოტივაციას მაძლევს სურვილი, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი უნარები. მინდა, ყოველ ჩემს ნაბიჯს მოჰყვოს შემდეგი, და ამისთვის აუცილებელია მუდმივი განვითარება, ახალი შესაძლებლობების ძიება“.

რჩევები მომავალ კონკურსანტებს

რეზომ მომავალ კონკურსანტებსაც გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და რჩევები: „კონკურსის ერთ-ერთი ეტაპი სამოტივაციო წერილია, რომელიც მთელი გულით დავწერე, გულწრფელად ვილაპარაკე ჩემს მიზნებზე. სხვებსაც ვურჩევდი, რომ, უპირველესად, გულწრფელები იყვნენ. არ არსებობს სწორი ფორმულა, არსებობს შენი ისტორია, მოტივაცია და სურვილი. არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი თავის წარმოჩენის და უნდა დააფასო გზა, რომელიც გამოიარე. ყველაზე მთავარი მაინც მცდელობაა, თვითონ მცდელობაც კი უკვე წინსვლაა და გეხმარება ახალი გამოცდილების მიღებაში“.

ახალი შესაძლებლობები

თუ შენც გინდა იპოვო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე არ გაჩერდე განათლების გზაზე და აუცილებლად სცადე ბედი. დაათვალიერე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა