როგორ იქცა საქართველოს ბანკი AI-ს დანერგვის პიონერად ქვეყანაში და მსოფლიოში
Banking

3 აგვისტო, 2025

როგორ იქცა საქართველოს ბანკი AI-ს დანერგვის პიონერად ქვეყანაში და მსოფლიოში

AIGeorgiaBanking InnovationChange InspireTechnology
ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა როგორც გლობალურ, ისე ადგილობრივ ბაზრებზე დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომ AI-ს შესაძლებლობების ყოველდღიური საქმიანობაში ინტეგრირებას სულ უფრო მეტი ორგანიზაცია ცდილობს.
საქართველოს ბანკი როგორც ქვეყნის უდიდესი ფინანსური ინსტიტუტი აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებასა და AI ინოვაციების მხარდაჭერაზე. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი, HT Solution-თან პარტნიორობის ფარგლებში, წლის გამორჩეული და ქვეყნის მასშტაბით წამყვანი ღონისძიების – Change Inspire-ის რიგით მე-6 კონფერენციის მთავარი მხარდამჭერია.
წვეულება აერთიანებს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექპერტებს, რომლებიც პრაქტიკული ქეისებით ოთხ ძირითად მიმართულებაზე ისაუბრებენ: ციფრული ტრანსფორმაცია, BIG Data, კიბერუსაფრთხოება, IT ინფრასტრუქტურა.
სპიკერებს შორის არიან საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის დირექტორი, მიხეილ ნადარეიშვილი და IT დირექტორი, ვაჟა მანტუა.
„ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება ჩვენს ბანკში სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი გუნდი AI გადაწყვეტილებების შემუშავებასა და დანერგვაზე ათ წელზე მეტია მუშაობს“ – მიხეილ ნადარეიშვილი.
ვაჟა მანტუა აღნიშნავს, რომ AI თანამედროვე საბანკო სფეროში მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ძალად იქცა. „ხელოვნური ინტელექტი, ფაქტობრივად, ისეთივე გარდამტეხი აღმოჩნდა, როგორიც თავის დროზე პერსონალური კომპიუტერი ან მობილური ტელეფონი იყო“.
საქართველოს ბანკი ხელოვნურ ინტელექტს პერსონალიზებული სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებისთვის იყენებს.
გარდა ამისა, საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებით ავტომატურ დაკრედიტებას ავითარებს.
„აღვნიშნავ ჩვენს AI ჩეთბოტსაც, რომელიც მობილბანკშია ჩაშენებული და მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, 24/7-ზე, ნებისმიერი ადგილიდან მიიღონ პასუხები საბანკო კითხვებზე“.
საქართველოს ბანკის შიდა ცოდნის ბაზის (Knowledge Base) განვითარება ერთ-ერთი მიმართულებაა, რაშიც AI-ის შესაძლებლობები აქტიურად გამოიყენება.
ორგანიზაციაში აქტუალურია რობოტიკ ტექნოლოგიების გამოყენებაც.
„სპეციალურად შევქმენით გენერაციული AI ტექნოლოგიების ათვისების პროგრამა“ – ვაჟა მანტუა.
მიხეილ ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ბანკის მოწინავე ტექნოლოგიურ პოზიციებზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის ჯილდოც.
საქართველოს ბანკისა და HT Solution-ის ერთობლივი ღონისძიება 4 ივლისს Pullman Tbilisi Axis Towers-ში ჩატარდება.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა