რომელი ხარ შენ: PLUS ექსპერტი, PLUS კოლექციონერი თუ PLUS დამწყები
Shopping

3 აგვისტო, 2025

რომელი ხარ შენ: PLUS ექსპერტი, PLUS კოლექციონერი თუ PLUS დამწყები

PLUSექსპერტიკოლექციონერიდამწყებივაუჩერები

PLUS გათამაშება

რამდენიმე დღეა, PLUS-ის მომხმარებლების დიდი არმია ახალმა გათამაშებამ მოიცვა. PLUS-ის მომხმარებლები ხშირად განებივრებულები არიან დაუჯერებლად მიმზიდველი შეთავაზებებით და გამონაკლისი, არც ეს გათამაშებაა: აქამდე დაგროვებული ქულებით სასურველ ნივთებს ვყიდულობთ და დამატებით გვეძლევა შანსი, ხელში ჩავიგდოთ მრავალფეროვანი ვაუჩერები.

სამი კატეგორია

ადამიანები, რომლებიც PLUS ქულებს აგროვებენ, სამ კატეგორიად შეგვიძლია, დავყოთ: PLUS ექსპერტი, PLUS კოლექციონერი და PLUS დამწყები. მიუხედავად იმისა, რომ მიზანი მაინც ერთია, მათ შორის საკმაოდ ბევრი განსხვავებაა.

PLUS ექსპერტი

PLUS ექსპერტი არის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებას PLUS-ის მიხედვით გეგმავს. მაგალითად, პროდუქტს ყიდულობს იმ მარკეტში, სადაც უფრო მეტი ქულა დაერიცხება, შოპინგობს იქ, სადაც ქულების დარიცხვის თვალსაზრისით უფრო მეტ სარგებელს ნახავს. PLUS ექსპერტი ყოველთვის ეცნობა აქციებს, იცის ყველა შეთავაზების შესახებ, უპირატესობას ანიჭებს PLUS-ის პარტნიორებში ფულის ხარჯვას.

PLUS კოლექციონერი

PLUS კოლექციონერი არასდროს დახარჯავს დაგროვებულ ქულებს, რადგან მისი მოტივაცია რაც შეიძლება მეტი ქულაა. ის ცოტათი PLUS ექსპერტსაც ჰგავს, თუმცა, კოლექციონერი ყოველთვის ფიქრობს, რომ ნივთის შეძენა ისევ ფულით სჯობს.

PLUS დამწყები

PLUS დამწყები ზედა ორი კატეგორიიდან რადიკალურად განსხვავდება. ის ქულებს კომუნალურებში, ტელეფონის ბალანსის შესავსებად და სხვა – ექსპერტისა და დამწყებისთვის წარმოუდგენელ რაღაცებში ხარჯავს.

ერთიანი მიზანი

და მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ამდენი განსხვავება არსებობს, ისინი ახლა ერთმა მიზანმა გააერთიანა – დახარჯონ რაც შეიძლება მეტჯერ მინიმუმ 1 000 PLUS ქულა და გაზარდონ შანსი, რომ მოიგონ მრავალფეროვანი ვაუჩერები.

შეთავაზებები და გამოცდილება

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ კატეგორიას მიეკუთვნები, 25 ივნისის ჩათვლით ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში PLUS ქულებით ყველა გადახდაზე, შესაძლოა, 100, 500, 1 000 და 5 000-ლარიანი ვაუჩერი მოიგო.

რეკომენდაცია

ნუ დაკარგავ დროს, დაიწყე PLUS ქულების გადაცვლა ახლავე.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა