
სპორტი
3 აგვისტო, 2025
ახალგაზრდა ჯუდოკების წარმატებული ასპარეზობა: მედლები ოლიმპიურ ფესტივალზე
ჯუდომსოფლიო სპორტიოლიმპიური ფესტივალისაქართველოახალგაზრდული სპორტი
გრძელდება ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი, სკოპიე მასპინძლობს. ჩვენი სპორტსმენების აქტივში 4 მედალია: 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. აღნიშნული მედლები ჯუდოკების მოპოვებულია და მათი ასპარეზობის შესახებ ინფორმაციას დეტალურად გაგაცნობთ.
ჯუდოს ტურნირზე, პირველ მედალს საბა ბოლქვაძე (-50კგ.) დაეუფლა. მეოთხედფინალურ ეტაპზე, ახალგაზრდა სპორტსმენმა ბრძოლა ესპანელ ალეხანდრო კიარონისთან, დასანანი ვაზარით დათმო. ამის შემდეგ, კირილ სტეცისა და კოენ მაკკეი გილბერტის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, ბოლქვაძემ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
იმავე დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგების საშუალება ალექსი გულუასაც (-55კგ) ჰქონდა, რომელმაც ფინალური ბრძოლა შვეიცარიელ სილვანო კორისთან დათმო. მანამდე, გულუას 5 შეხვედრის ჩატარება უწია, სადაც 4 გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების აქტივს მორიგი მედალი ვახტანგ ჭიაბერაშვილმა (-60კგ.) შესძინა, რომელმაც ბერძენი, სლოვენიელი და ნიდერლანდელი მეტოქეები გააკრა ბეჭებზე, თუმცა ნახევარფინალში, აზერბაიჯანელ ჯუდოკასთან, ზეიდ ალასგაროვთან, დამარცხდა. ამის შემდეგ, ჭიაბერაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გადაერთო და შვეიცარიელი ტიმეო კორის დამარცხება დამაჯერებლად შეძლო.
ჯერჯერობით, საქართველოსთვის ყველაზე წარმატებული მე-4 საშეჯიბრო დღე გამოდგა, რადგან ჯამში 4 მედალს მოვუყარეთ თავი. ვასილ გამეზარდაშვილი (-73კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა: ქართველმა ჯუდოკამ ფინალამდე 3 შეხვედრა ჩაატარა (სამივე 100:0) და ოქროს მედალთან სულ ერთი ბრძოლა აშორებდა, თუმცა სერბ ველიკო ვარნიჩიჩთან იუკოთი დამარცხდა.
იმავე დღეს, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში წარმატებას მიაღწია გიორგი მუმლაძემ (-81კგ.). ახალგაზრდა ჯუდოკამ, რომელიც 18-წლამდელებში ევროპის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს გუნდის მედროშე გახლდათ (ტყვიის მსროლელ ლიზი აღნიაშვილთან ერთად), ტურნირზე ასპარეზობა ეფექტურად დაიწყო და 2 გამარჯვება მოიპოვა. სამწუხაროდ, ფინალისკენ გზა მუმლაძეს უკრაინელ მიხაილო სოლიანიკმა გადაუღობა, თუმცა ბრინჯაოს მედლისთვის დაპირისპირებაში, ჩვენმა მედროშემ სლოვენიელი ალექს კრივეჩი ტატამზე 2 ვაზარით დასცა.
25 ივლისს, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე შემდეგი ქართველი სპორტსმენები იასპარეზებენ: ნიკა გოგობერიძე (ტაეკვანდო, -73კგ.), გიორგი ზურაბაშვილი (ძიუდო, -90კგ.), იოანე აბალაკი (ძიუდო, +90კგ.), ნინი ძაგანია (ძიუდო, -70 კგ.) და ბარბარე გელაშვილი (ძიუდო, +70კგ.).
აქვე შეგახსენებთ, რომ რიგით მე-18 ოლიმპიურ ფესტივალზე, საქართველო 36 სპორტსმენით, 9 სახეობაში არის წარმოდგენილი: ჯუდო, მაგიდის ჩოგბურთი, ბადმინტონი, მძლეოსნობა, ცურვა, ტყვიის სროლა, ველოსპორტი, ტაეკლონდა და სპორტული ტანვარჯიში. ტურნირი 20 ივლისს გაიხსნა და 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.