
Shopping
3 აგვისტო, 2025
გამოა PLUS ქულებით და მოიგე 5000-ლარიანი ვაუჩერი - საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო
PLUS ქულებიგათამაშებავაუჩერისაქართველოს ბანკიშეთავაზებები
თუ ამას კითხულობ, ესე იგი, უკვე იცი, რომ საქართველოს ბანკის ბარათით ყოველი გადახდისას PLUS ქულებს აგროვებ.
რა ჯობია, როდესაც თანხის ხარჯვისას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე აგროვებ ქულებს, რომლებსაც მერე სასურველ ნივთსა თუ მომსახურებაში გადაცვლი!
თუმცა სულ ეს არ არის: 1-ლი მაისიდან 25 ივნისის ჩათვლით კი პლუსებით გადახდა კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება, რადგან საქართველოს ბანკის გათამაშება იწყება.
გათამაშებაში მონაწილეობა მარტივია და დამატებით არანაირი ფუნქციის აქტივაცია არ გიწევს. თუ 25 ივნისამდე მინიმუმ 1000 PLUS ქულას დახარჯავ ონლაინ ყიდვისას ან ფიზიკური/ციფრული ბარათით გადახდისას, ავტომატურად ხვდები გათამაშებაში.
რაც უფრო მეტ PLUS ქულას დახარჯავ, მეტი შანსი გაქვს მოგების. თანაც მხოლოდ ერთხელ კი არა, ყველა ჯერზე შეიძლება გახდე გამარჯვებული.
ქულების დახარჯვა პარტნიორ ობიექტებში შეგიძლია, ამავდროულად კი სპეციალურ შეთავაზებებს უნდა მიადევნო თვალი და კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით ისარგებლო.
შენიშვნა: საქართველოს ბანკის თანამშრომლებს არ შეუძლიათ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება.
გამარჯვებულები შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდებიან, პრიზები კი ყველა გემოვნებისა და ინტერესების მქონე ადამიანს მოეწონება: 100, 500, 1000 და 5000-ლარიანი ვაუჩერები!
ჩამოთვლილი მაღაზიების პროდუქტების ფართო არჩევანს გვთავაზობენ, ამიტომ შენი ვაუჩერის გახარჯვა არ გაგიჭირდება.
თუ იღბლიან გამარჯვებულებში მოხვდი, PLUS ქულებით გადახდის შემდეგ მომენტალურად მიიღბ შეტყობინებას, რომელშიც მითითებული იქნება სასაჩუქრე ვაუჩერის აქტივაციის ლინკი.
ასე რომ, შეამოწმე მობილბანკში PLUS ქულების ბალანსი, პლუსების გასახარჯად მაისი და ივნისი საუკეთესო თვეებია!