
Lifestyle
3 აგვისტო, 2025
გამოიძახე WOLT-დან საყვარელი საჭმელი PLUS ბარათით და დაიბრუნე თანხის ნახევარი
WOLTქეშბექიPLUS ბარათისაჭმელიშაბათ-კვირა
შაბათ-კვირა კვირის საყვარელი დღეებია, როცა ყველანაირი სამსახურებრივი პასუხისმგებლობისგან ვისვენებთ და კონცეტრირებული ვართ დასვენებაზე, ძალების აღდგენაზე, ამ ორ დღეს კი რაც უფრო ბევრ დროს ვზოგავთ, დასვენებისთვისაც მეტი დრო გვრჩება.
ფილმის ყურება, მეგობრებთან ერთად დროის გატარება, სეირნობა ან უბრალოდ სახლში ყოფნა – აქტივობები, რითიც შაბათ-კვირას ვკავდებით, მრავალფეროვანია, PLUS-მა კი სპეციალურად ამ ორი დღისთვის ისეთი შეთავაზება მოამზადა, რომლით სარგებლობაც ნებისმიერ სიტუაციაში შეგიძლია.
მომდევნო 5 კვირა WOLT-ით გამოძახებისას ყველაზე პოპულარულ კვების ობიექტებში 50%-იანი ქეშბექით ისარგებლებ, დახარჯული თანხის ნახევარი ისევ WOLT-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება, რომელსაც ისე დახარჯავ, როგორც მოისურვებ. ამ ბლოგში კი მოგიყვებით, როდის და სად შეძლებ ამ შეთავაზებით სარგებლობას.
2 და 3 მარტს ამ აქციით ისარგებლებ მაკდონალდსში. ნებისმიერ ადგილას WOLT-ით მაკდონალდსის მრავალფეროვანი და გემრიელი პროდუქციის გამოძახება შეგიძლია, დახარჯული თანხის ნახევარს კი WOLT-ის ანგარიშზე დაიბრუნებ.
თუ ჯანსაღი სალათების, სენდვიჩებისა და ბოულების მოყვარული ხარ, 50%-იანი ქეშბექით სარგებლობას სკაში 9 და 10 მარტს შეძლებ. შეარჩიე სასურველი პროდუქტი სკადან, გამოიძახე WOLT-ით და დაიბრუნე ანგარიშზე 50%.
16-17 მარტს კვლავ ისარგებლებ ქეშბექით KFC-ში. გამოიძახე WOLT-ით პოპულარული ამერიკული რესტორნის ქსელიდან საყვარელი საჭმელი, გადაიხადე PLUS ბარათით და დაიბრუნე თანხის ნახევარი WOLT-ის ანგარიშზე.
აზიური სამზარეულო თუ გიყვარს, 23 და 24 მარტი მოინიშნე, რადგან ამ დღეებში WOLT-ით ვასაბის გამოძახებისას 50%-იანი ქეშბექით ისარგებლებ. ვასაბში ავთენტურ იაპონურ სამზარეულოსა და საუკეთესო აზიური კერძებს აღმოაჩენ.
WOLT-ის გამოძახება შეგიძლია სახლში, პარკში, აგარაკზე, ოფისში, აბსოლუტურად ყველგან, სადაც მოგინდება. ქეშბექით სარგებლობისთვის კი ერთადერთი პირობა არის – გადაიხადო საქართველოს ბანკის PLUS ბარათით, დაბრუნებული თანხის დახარჯვას კი ისევ WOLT-ზე შეძლებ.
მოინიშნე თარიღები, დაზოგი დრო და ფული, გაატარე შაბათ-კვირა განსაკუთრებულად PLUS-თან ერთად და ისიამოვნე საყვარელი რესტორნიდან გამოძახებული გემრიელი საჭმლით.
PLUS ბარათი თუ არ გაქვს, ციფრული ვერსიის აღებას მობილბანკიდან რამდენიმე წამში შეძლებ.