გამოიძახეთ WOLT-ით რამდენჯერაც გინდა და დაიბრუნეთ 5 ლარი PLUS ბარათით ყოველ გადახდაზე
Shopping

3 აგვისტო, 2025

გამოიძახეთ WOLT-ით რამდენჯერაც გინდა და დაიბრუნეთ 5 ლარი PLUS ბარათით ყოველ გადახდაზე

WOLTPLUS ბარათიაქციებიკვების სერვისისაქართველო
PLUS ბარათის მფლობელებმა კარგად იციან, რომ მრავალფეროვანი აქციებით მუდმივად შეუძლიათ სარგებლობა, ამჯერად კი სასურველი შეთავაზება WOLT-თან ერთად რეგიონების დიდ ქალაქებში გელოდებათ.
გორში, ფოთში, ქობულეთში, რუსთავში, ზუგდიდში, თელავსა და ქუთაისში WOLT-ით გამოძახებისას თუ PLUS ბარათით გადაიხდი ყველა ტრანზაქციაზე, 5 ლარი WOLT-ის ანგარიშზე დაგიბრუნდება.
თან რაოდენობაში შეზღუდული არ ხარ და თანხის არანაირი ლიმიტი არ მოქმედებს – შეგიძლია, რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ გამოიძახო!
თუ სამსახურში წასაღები საჭმლის მომზადების დრო არ გაქვს, ლანჩზე გასვლას ვერ ახერხებ, ან მეგობრებთან ერთად შეკრებისას უკვე მომზადებული გემრიელი საჭმლის გამოძახება გირჩევნია, WOLT-ის აპლიკაცია გახსენი და მრავალფეროვანი რესტორნებიდან შენთვის სასურველი აირჩიე, შემდეგ გადაიხადე PLUS ბარათით და 5 ლარს უკან დაიბრუნებ.
WOLT-ით შენს ქალაქში არსებულ თითქმის ყველა პოპულარული რესტორანტიდან შეძლებ საჭმლის გამოძახებას, თან სადაც არ უნდა იყო – სამსახურში, მეგობრებთან თუ სახლში.
სხვა მიტანის სერვისებისგან WOLT-ს სისწრაფე და ხარისხი გამოარჩევს – არ გიწევს დიდხნიანი ლოდინი და შემდეგ ცივი საჭმლის მირთმევა.
არ დაგავიწყდეს, რომ გამოძახების რაოდენობა ან დასაბრუნებელი თანხის ლიმიტი განსაზღვრული არ არის, შესაბამისად, შეგიძლია, WOLT-ით ყოველდღიურად ისარგებლო და ყოველ მომდევნო გამოძახებაზე 5 ლარით ნაკლები გადაიხადო.
თან აპლიკაციას ხშირად აქვს ფასდაკლებები სხვადასხვა კატეგორიაზე და თუ სასურველ საჭმელს ფასდაკლების კატეგორიიდან გამოიძახებ, ისედაც ნაკლებს დახარჯავ და 5 ლარსაც დაიბრუნებ.
ასე რომ, გააგრძელე საქმის კეთება ან უბრალოდ დასვენება, საჭმელს კი WOLT კართან მოგიტანს.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა