
3 აგვისტო, 2025
ახალი ციფრული PLUS ბარათი - აირჩიე უნიკალური დიზაინი და ისარგებლე შეთავაზებებით
ჩართვის აღწერა
საკუთარი სტილისა და ხასიათის გამოხატვა ბევრი განსხვავებული ფორმითაა შესაძლებელი. მათ შორის ისეთი ფორმალური ნივთითაც კი, როგორიც საბანკო ბარათია. საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.0 ვერსიაში ახალი ციფრული ბარათები დაგხვდება.
დიზაინის შერჩევა
განახლებული დიზაინი შესაძლებლობას მოგცემს სასურველი თემატიკა შენი განწყობისა და პიროვნების შესაბამისად შეარჩიო და გქონდეს ისეთივე უნიკალური ბარათი, როგორიც თავად ხარ. ბარათი სამი ძირითადი კატეგორიიდან შეგიძლი აირჩიო, ესენია – შენი ინტერესი, საქართველოს კუთხეები და საყვარელი ფერები.
ინდივიდუალიზმი
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ეს განსაკუთრებულობა კი საუკეთესოდ ჩვენს ინტერესებში ვლინდება. ხშირად ჰობი ხელოვნებას უკავშირდება – მუსიკასა თუ წიგნების კითხვას.
მშობლიური კუთხე
რა გამოხატავს საკუთარ იდენტობას იმაზე მეტად, ვიდრე მშობლიური კუთხე. ყველას გვაქვს ადგილი, რომელსაც განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებთ და რომლითაც ვამაყობთ.
დიზაინის გამარტივება
ზოგიერთ ადამიანს შედარებით ნეიტრალური, სადა დიზაინი იზიდავს და ბარათის არჩევისას საყვარელი ფერების კომბინაციას ანიჭებს უპირატესობას.
PLUS ქულები
თუ PLUS ქულებს აქტიურად აგროვებ და იყენებ, გეცოდინება, რომ საქართველოს ბანკი ახალ-ახალ შეთავაზებებს მუდმივად სთავაზობს თავის მომხმარებლებს.
შეთავაზებები
მობილბანკის 8.0 ვერსიაში, გარდა სასურველი დიზაინის არჩევისა, გექნება იმის შესაძლებლობაც, რომ PLUS ბარათის მარტის თვის შეთავაზებები გაიაქტიურო.
როგორ უნდა მიიღო ახალი PLUS ბარათი?
ახალი PLUS ბარათის აღება საკმაოდ მარტივია – ამისათვის, თავდაპირველად, მობილბანკში უნდა შეხვიდე, შემდეგ გადახვდიე ჰაბში, აირჩიო ციფრული ბარათები და სასურველი დიზაინის არჩევის შემდეგ, გაააქტივო ბარათი.