
ბიზნესი
3 აგვისტო, 2025
გაიცანით 500 Global in Eurasia-ს მერვე ნაკადის სტარტაპები
სტარტაპები500 Globalგასართობიტექნოლოგიაბიზნესი
500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით წელს საქართველოში მერვედ, სტარტაპების აქსელერაციის პროგრამას – 500 Global in Eurasia-ს ატარებს.
პროგრამაში მონაწილეობა უკვე ჰქონდა აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის 80-ზე მეტ სტარტაპს. წელს კი შერჩეულ მონაწილეებს შორის 5 ქვეყნიდან 8 სტარტაპი მოხვდა.
Cuid ხელსდღბელობს დანაშაულის პრევენციას და დაცვის სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას კერძო საკუთრებისა და ბიზნესებისთვის.
Evolve ამარტივებს ბიზნესისთვის გადამზადების პროცესს. მისი დახმარებით, ბიზნესს საშუალება ეძლევა, სულ რაღაც 24 საათში ყოვლისმომცველი კურსები და ტრენინგები შექმნას.
TrustExam.ai უნივერსიტეტებისთვის, კორპორაციებისთვის, HR-ებისა და მთავრობებისთვის შექმნილი AI ხელსაწყოს გამოყენებით უზრუნველყოფს გამოცდების სანდოობას.
Aspis შეიქმნა DeFAI Powerhouse AI-Agent-ებით ვაჭრობისთვის. Aspis-ი არის ჩატზე დაფუძნებული ასისტენტი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი ციფრული აქტივების პორტფელის მართვაში, გადაწყტილებების მიღებისას ემოციური ფაქტორის გამორიცხვით. თქვენ უბრალოდ უგზავნით მას დავალებას ინგლისურად, პასუხს კი იღებთ მომენტალურად.
Quissly ჩატზე დაფუძნებული პროდუქტების საძიებო სისტემაა, რომელიც ონლაინ მოვაჭრეებს ეხმარება, შექმნან მომხმარებელზე მორგებული გამოცდილება და ხელი შეუწყონ გაყიდვების ზრდას.
Aino prompt-ზე დაფუძნებული მდებარეობის დაზვერვის პლატფორმაა, რომელიც გეო-მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების მეშვეობით ეხმარება მონაცემთა ანალიტიკოსებს, არქიტექტორებს, ურბანულ დამგეგმარებლებს და სხვა დარგის წარმომადგენლებს, იმუშაონ სივრცით მონაცემებზე გლობალურად, სპეციფიური GIS უნარების გარეშე.
Faqtor – იყიდე ახლა, გადაიხადე მერე – გადაწყვეტა ბიზნესისთვის. პლატფორმა კომპანიებს სთავაზობს სესხს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. დამტკიცების პროცესის დასაჩქარებლად, Faqtor იყენებს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას, რომელიც სესხის დამუშავების დროს კვირებიდან რამდენიმე დღემდე ამცირებს.
Alaqan-ის მეშვეობით შესაძლებელია ავტორიზაციის გავლა და გადახდა ხელის გულის გამოყენებით.
ამ დროისთვის, 500 Global $2.3 მილიარდიან აქტივებს მართავს და ინვესტიციას დებს დამფუძნებლებში, რომლებიც სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს აშენებენ. 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5 000-ზე მეტ დამფუძნებელს, რომლებიც წარმოადგენენ 2 900-ზე მეტ კომპანიას. ისინი 80-ზე მეტ ქვეყანაში არიან წარმოდგენილები.