როგორ დავაგროვოთ PLUS ქულები დაბადების დღისთვის?
Shopping

3 აგვისტო, 2025

როგორ დავაგროვოთ PLUS ქულები დაბადების დღისთვის?

PLUS ქულებიშეხვედრებიშეთავაზებებიშოპინგიბანაკები
PLUS-ის დაბადების დღე არც თუ ისე შორსაა. როგორც ყოველთვის, წინ უამრავი სიურპრიზი გელის! დიდი ხნის ნანატრი ნივთები ამ დღეს შენთვის ყველაზე ხელმისაწვდომი გახდება, ამიტომ აუცილებლად გამოიყენე ყველა შესაძლებლობა და აღნიშნე PLUS-ის დაბადების დღე.
ქულების დაგროვება უმარტივესია, თუკი საყიდლებს სწორად დაგეგმავ. თუ PLUS ბარათი გაქვს, მაისის ბოლომდე მობილბანკში შეგიძლია გაიაქტიურო თვის შეთავაზება და პარტნიორ მაღაზიებში დახარჯული თანხის 20% (მაქსიმუმ 100 ლარი) ქულების სახით დაიბრუნო.

მაღაზიების რეკომენდაციები

ამ მაღაზიებს საზაფხულო სამზადისისთვის, ალბათ, ისედაც ესტუმრები:

  • ივ როშეში თავის მოვლის საშუალებებს, დეკორატიულ კოსმეტიკას შეიძენ. მაღაზიაში ბევრი სიახლე და სასაჩუქრე შეფუთვა დაგხვდება, თუ მოგზაურობას გეგმავ, მრავალფეროვან სამოგზაურო ნაკრებსაც იპოვი.
  • საჩუქრების არჩევა მინისოში ყველაზე სასიამოვნო პროცესია. აქ უამრავი უცნაური, საინტერესო, ფერადი და საჭირო ნივთი დაგხვდება ხელმისაწვდომ ფასად.
  • პენტიში ბევრი ფასდაკლება და თეთრეულის საზაფხულო კოლექცია გელოდება. ზღვისპირა დასვენებისთვის აქ საცურაო კოსტიუმის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდება.
  • შენი ცხოვრების სტილის მიუხედავად, New Balance-ის ფეხსაცმელი საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მთაშიც, ზღვაზეც და სავარჯიშოდაც თავს კომფორტულად იგრძნობ.
  • თუ კლასიკური დიზაინისა და მაღალი ხარისხის ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს ეძებ, Emporio Armani-ს ესტუმრე. აქ იპოვი როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ და სავარჯიშო კოლექციასაც.
ასე რომ, თუ ისედაც აპირებდი თავის მოვლის საშუალებების, საჩუქრების ან ტანსაცმლის ყიდვას, აღარ გადადო გეგმები. თვის ბოლომდე იშოპინგე ჩამოთვლილ მაღაზიებში და დააგროვე დამატებითი PLUS ქულები ნივთებისთვის, რომლებიც დიდი ხანია გინდა, მაგრამ შეძენას ვერ ახერხებ. თუ 5 ივლისამდე მობილბანკის შეთავაზებების სექციას თვალს ადევნებ, ბევრ სხვა შენთვის საინტერესო შეთავაზებასაც იპოვი და ქულებს იმაზე სწრაფად შეაგროვებ, ვიდრე გგონია.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა