
3 აგვისტო, 2025
როგორ დავაგროვო შოპინგისთვის საკმარისი PLUS ქულები? - მოემზადე მომავალი წლის PLUS-ის დაბადების დღისთვის
PLUS ქულების მნიშვნელობა
უკვე 8 წელია 5 ივლისი შოპინგის დღესასწაულად იქცა. PLUS ქულების დაბადების დღეს ადამიანები მთელი წელი ელოდებიან, ამ დღეს დიდი ხნის ნანატრი ნივთები 50%-იანი ფასდაკლებით შეგიძლია შეიძინო, მაშინაც კი, თუ მაღაზიაში უკვე მოქმედებს ფასდაკლება.
დღევანდელი დაბადების დღისა და გამოცდილება
წლევანდელი დაბადების დღე განსაკუთრებით აქტიური და დასამახსოვრებელი გამოდგა, შავ პარასკევსაც კი აჯობა. დიდი რიგები მაღაზიებთან, უამრავი გახარებული და ბედნიერი ადამიანი. თუმცა თუ ფიზიკურ მაღაზიებში სიარული არ გიყვარს, ონლაინაც შეგეძლო გესარგებლა შეთავაზებით.
შეგროვების რჩევები
თუ ამ დაბადების დღეზე PLUS ქულები არ დაგიხარჯავს და საერთოდ ვერ გაგიგია, როგორ აგროვებენ იმდენ ქულას, რომ ძვირიან ტექნიკასაც კი ყიდულობენ, ამ ბლოგში პატარა რჩევებსა და ხრიკებს გაგიზიარებთ:
გადახდა PLUS ბარათით
PLUS ქულები საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო ბარათით გადახდისას გროვდება, მთავარია, გადახდა შეასრულო საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ონლაინ გადახდისას კი აირჩიო საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. თუმცა PLUS ბარათს განსაკუთრებული პირობები აქვს.
შეთავაზებების მონიტორინგი
საქართველოს ბანკი PLUS ბარათის მფლობელებისთვის ხშირად ქმნის შეთავაზებებს პარტნიორ მაღაზიებში, რომელთა სიაც ძალიან გრძელია. ბარათით გადახდისას ზოგჯერ 10-ჯერ ან 50-ჯერ მეტი ქულის დაგროვებაც კი შეგიძლია.
ქულების გადარიცხვა
PLUS ქულების გადარიცხვა მობილბანკის საშუალებით სულ რამდენიმე წამშია შესაძლებელეი. ამიტომ სასურველი ნივთისთვის შეგიძლია მეგობრებთან, ოჯახთან ერთად შეაგროვო თანხა.
AmEx ბარათით დაგროვება
შეიძლება AmEx საკრედიტო ბარათს იყენებ და MR ქულები გიგროვება. MR ქულების PLUS ქულებში კონვერტაცია ასევე მობილბანკის საშუალებითაა შესაძლებელი.
საიდუმლო ხრიკი
თუ შენი მეგობრები არ აგროვებენ ქულებს, ან იშვიათად იყენებენ საქართველოს ბანკის ბარათს, საერთო შეკრებების დროს, როცა ხარჯებს ინაწილებთ, შენი ბარათით გადაიხადე თანხა.
დასკვნა
თუ სწორად დაგეგმავ საყიდლებს, PLUS ბარათით გადაიხდი და შეთავაზებებსაც არ გამოტოვებ, იმაზე მარტივად შეაგროვებ შოპინგისთვის საკმარის ქულებს, ვიდრე გგონია.