სტუდენტების საყვარელი ადგილები, სადაც PLUS ქულებს ხშირად ხარჯავენ
Shopping

3 აგვისტო, 2025

სტუდენტების საყვარელი ადგილები, სადაც PLUS ქულებს ხშირად ხარჯავენ

PLUS ქულებიშოპინგისტუდენტებიბრენდებისერვისი

PLUS ქულების დაგროვება

საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდისას PLUS ქულები გროვდება, მათ შორის სტუდენტური ბარათით ყოველ 1 ლარზე 2 PLUS ქულა ირიცხება, რასაც შემდეგ საყვარელ ნივთებში ვცვლით ხოლმე. სწორედ ამიტომ ქულების დაგროვება განსაკუთრებით სტუდენტების საყვარელი საქმიანობაა, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, რომ სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლონ და სასურველი ნივთები PLUS ქულებით შეიძინონ.

პოპულარული ადგილები

საინტერესოა, მაინც სად ხარჯავენ ყველაზე ხშირად PLUS ქულებს სტუდენტები, რაც მათ, ვინც ჯერ ამ შესაძლებლობას აქტიურად არ იყენებს, ერთგვარ გზამკვლევადაც გამოადგება, რომ სამომავლოდ სხვადასხვა ტიპის სერვისი თუ ნივთი სწორედ ამ გზით მიიღონ:

წიგნების მაღაზია

რა იქნებოდა სტუდენტებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი, თუ არა წიგნების მაღაზია. ბიბლუსში წიგნებთან ერთად საკანცელარიო ნივთებისა და სხვა ბევრი საჭირო ნივთის პოვნა შეიძლება, რაც სტუდენტს, და არამარტო, შეიძლება, დასჭირდეს.

მინისო

მინისოში ყველაფერია, რაც გჭირდება ან სულაც არ გჭირდება, მაგრამ ყიდვა მაინც გინდება. მინისოს ნივთების ყველაზე ფერადი და ლამაზი სამყაროდან გამოსვლა, როგორც წესი, რთულია ხოლმე. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ეს მაღაზია განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში.

ბერშკა

ზარას მსგავსად, განსაკუთრებით სტუდენტებში პოპულარულია ბერშკა. ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ესპანური ბრენდი გამორჩეულია დამახასიათებელი სტილით და ხაზგასმით ახალგაზრდების გემოვნებაზე მორგებული პროდუქციით.

კოსმეტიკური საშუალებები

ტანსაცმელთან, თავის მოვლის საშუალებებთან, ფეხსაცმელთან და აქსესუარებთან ერთად სტუდენტები, ცხადია, არც სუნამოებსა და კოსმეტიკის საშუალებებზე ამბობენ უარს, რასაც ყველაზე ხშირად ისი პარიში ყიდულობენ.

თურქული ბრენდი

სტუდენტების კიდევ ერთი საყვარელი მაღაზია ეს თურქული ბრენდია, სადაც დაუჯერებლად იაფად შეგიძლია ტანსაცმლის ყიდვა.

ონლაინ მაღაზიები

საბედნიეროდ, თანამედროვე სამყაროში მარტივად შეგიძლია აირიდო თავიდან ათას ადგილას ფიზიკურად მისვლა სხვადასხვა სასურველი ნივთის საყიდლად. ამისთვის არსებობს ონლაინ მაღაზიები, სადაც ერთ სივრცეშია ყველაფერი და ამიტომაც ჰყავს Veli-ს ამდენი მომხმარებელი.

Phubber-ის აპლიკაცია

სტუდენტებს შოპინგი კი უყვართ, მაგრამ მათთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომ ფასად იშოვონ სასურველი მოდელი, თუნდაც რომელიმე ძვირადღირებული ბრენდის პროდუქცია. ამისთვის კი Phubber-ის აპლიკაცია ზედგამოჭრილია.

PLUS ქულებით შოპინგი

რაც მთავარია, ეს კიდევ მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ადგილების, სადაც PLUS ქულებით შოპინგი შეგიძლია. PLUS ბარათით ქულებს აგროვებ ყველგან და ყოველთვის, არ აქვს მნიშვნელობა, რას და რამდენს ყიდულობ, მთავარია, გადაიხადო საქართველოს ბანკის ტერმინალზე, დაგროვილი ქულები კი შეგიძლია ნებისმიერ რამეში გადაცვალო.

6 ივლისის შეთავაზება

თანაც, სულ მალე 5 ივლისია, PLUS-ის დაბადების დღე, როცა ქულები ორმაგდება, ანუ ნახევარ ფასად იყიდი ყველაფერს! ამიტომ ჩვენი რჩევა იქნება, სასურველი ნივთების სიის შედგენა უკვე დაიწყო და PLUS პარასკევისთვის მოემზადო!

კითხვა და პასუხი

5 ივლისს რომ მომზადებული შეხვდე, ყველა კითხვაზე პასუხს ამ ბლოგში გაწვდილი და ყველა პარტნიორ ობიექტს კი, სადაც ნახევარ ფასად შეგიძლია შოპინგი, აქ ნახავ.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა