
3 აგვისტო, 2025
ყველაფერი, რაც PLUS დაბადების დღისთვის უნდა იცოდე
შესახებ
5 ივლისი ახლოვდება, წლის საუკეთესო დრო შოპინგისთვის. ამ დღეს ნებისმიერ სასურველ ნივთს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით შეიძენ. თუ PLUS ქულებს აგროვებდი და 5 ივლისისთვის მზად ხარ, საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანის გახარებას უმარტივესად შეძლებ.
როგორ უნდა გადაიხადოთ
ფიზიკურ მაღაზიაში გააფრთხილე მოლარე, რომ PLUS ქულებით აპირებ გადახდას, ონლაინ გადახდისას კი მიუთითე საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი და დაინახავ ქულებით გადახდის ფუნქციას. თუ ჩვეულებრივ 400 PLUS ქულა 1 ლარის ეკვივალენტი იყო, PLUS-ის დაბადების დღეზე, 1 ლარი 200 PLUS ქულა გახდება.
შეთავაზების გამოყენების დეტალები
თუ სასურველი ნივთისთვის საკმარისი ქულა ვერ შეაგროვე, მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში შეგიძლია ნაწილი ქულებით, ნაწილი კი ბარათით, ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით ან ნაღდი ფულით გადაიხადო. თუმცა გაითვალისწინე, რომ -50%-იანი ფასდაკლების შეთავაზება მხოლოდ ქულებით გადახდილ ნაწილზე მოქმედებს.
ქულების დაბრუნება
თუ ნაყიდი ნივთის დაბრუნება მოგინდა, უპრობლემოდ შეძლებ. ფიზიკურ მაღაზიაში შესრულებული გადახდის გაუქმებისას ქულები მომენტალურად დაგიბრუნდება, ონლაინ გადახდის შემთხვევაში კი ცოტა მეტი დრო იქნება საჭირო.
MR ქულების გამოყენება
თუ ამექსის საკრედიტო ბარათს იყენებდი და MR ქულები დაგიგროვდა, PLUS-ის დაბადების დღეზე შენც მოწვეული ხარ. მობილბანკში სულ რამდენიმე წამში გადაცვლი MR ქულებს PLUS ქულებში.