
3 აგვისტო, 2025
PLUS ბარათის 5 შეთავაზება, რომელიც თავის მოვლას უფრო სასიამოვნოს გახდის
PLUS ბარათის შემოთავაზებები
PLUS ბარათის მფლობელები რომ განსაკუთრებული აქციებით მუდმივად არიან განებივრებულები, ეს სიახლე არავისთვისაა, მაგრამ საქართველოს ბანკი არ ჩერდება და წინ კიდევ უფრო საინტერესო შეთავაზებები გიმზადებს, ამჯერად – თავის მოვლის კატეგორიაში.
პროდუქტების სიის მომზადება
გაზაფხულის მოსვლამდე დღეებს, ალბათ, ყველა ვითვლით, ახალი სეზონისთვის კი შეგიძლია, პროდუქტების სიის გამზადება უკვე დაიწყო, რადგან PLUS ბარათით გამორჩეულ ობიექტებზე განსაკუთრებული აქციებით ისარგებლებ.
ივ როშეს შეთავაზება
ივ როშე ფრანგული ბრენდია, რომელიც უკვე წლებია, საქართველოში დიდი სიყვარულითა და პოპულარობით სარგებლობს. კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელში PLUS ბარათით სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა პროდუქციაზე 50%-მდე ფასდაკლება გელოდება.
ნატალი სალონების შეთავაზება
ნატალი სალონების ცნობილი ბრენდია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება და მომხმარებლების მხრიდან დიდი ნდობა აქვს. PLUS-ის აქცია კი, რა თქმა უნდა, აქაც გელოდება. 16 მარტის ჩათვლით ესტუმრე ნატალის ქსელის ნებისმიერ ფილიალს, გადაიხადე PLUS ბარათით და თავის მოვლის პროცესებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.
PSP აქციები
თავის მოვლის კატეგორიაში PLUS განსაკუთრებული აქციების დროს შეთავაზებები PSP-შიც გელოდება, თან ყოველკვირეულად. მუდმივად ადევნე თვალი PLUS-ისა და PSP-ს ფეისბუქგვერდებს, სადაც ნახავ, ყოველკვირეულად რაზე და რამდენპროცენტიანი ფასდაკლებით შეძლებ სარგებლობას. მიმდინარე პერიოდში შერჩეულ პროდუქციაზე 50%-მდე ფასდაკლება გელოდება.
Jungle Fever შეთავაზება
Jungle Fever იტალიური გამოცდილებით სილამაზის სტუდიაა, სადაც მრავალი სახის პროცედურის ჩატარება შეგიძლია. სტუდიაში, ასევე, შეგიძლია თავად ბრენდ Jungle Fever-ის თმის მოვლის პრემიუმ კლასის საშუალებების შეძენა. აქციის ფარგლებში კი მთელი თებერვლის განმავლობაში სტუდიაში PLUS ბარათით გადახდისას 50-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ.
ქალთა ბედნიერება
ქალთა ბედნიერებაში მრავალი ბრენდის, 1 500-ზე მეტი დასახელების თავის მოვლის საშუალებების, აქსესუარებისა და სამკაულების შეძენას შეძლებ. მაღაზიათა ქსელი უკვე მრავალი წელია, საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 7 მაისამდე კი აქციის ფარგლებში რაც არ უნდა შეიძინო, ყველა გადახდაზე 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ.
შეცდომების გარეშე
ამ მრავალფეროვანი ჩამონათვალიდან შეძლებ ერთდროულად რამდენიმე შეთავაზებით სარგებლობას, შეზღუდული არაფერში ხარ. ისღა დაგრჩენია, როგორც ზემოთ ვახსენეთ, სიის შედგენა დაიწყო – რისი ყიდვა ან რა პროცედურის ჩატარება გინდა, PLUS ბარათი მოიმარჯვო და შეთავაზებებით სარგებლობისთვის მოემზადო. PLUS ბარათი თუ არ გაქვს, აღებას რამდენიმე წუთში შეძლებ.