
Lifestyle
3 აგვისტო, 2025
5 ადგილი, სადაც 10-ჯერ მეტ PLUS-ქულას დააგროვებ ყოველ შაბათ-კვირას
PLUS ქულებიგასართობი ცენტრებიოჯახური გეგმებიბანკინგიშაბათ-კვირა
კარს მომდგარი ზამთრის მიუხედავად, დიდები თუ პატარები მზიანი ამინდებით ტკბობას ისევ ვაგრძელებთ. მართალია, სუსხიანი სეზონისას დროის მხიარულად გასაყვანად მრავალფეროვანი იდეების გამოძებნა განსაკუთრებით რთული გვეჩვენება, მაგრამ საქართველო ბანკის PLUS ბარათთან ერთად ამ დაბრკოლებას მარტივად აუვლი გვერდს და უფრო მეტ PLUS ქულასაც დააგროვებ.
შაბათ-კვირა ის ორი დღეა, როცა მთელი ოჯახი ერთად იკრიბება და გეგმავს, როგორ გაატაროს დრო ნაყოფიერად ისე, რომ განურჩევლად ყველა – უფროსები და უმცროსებიც გაერთონ და მოგონებებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დღე შემატონ.
PLUS ბარათი ამ ყველაფრის დაორგანიზებას იმდენად გაგიმარტივებს, რომ ვერც გაიგებ, როდის მოასწარი პრობლემის გადაჭრა. PLUS ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ბარათია, რომლითაც როგორც ქულების სტანდარტული დაგროვება შეიძლება ყველა გადახდისას, ისე – შეთავაზებებითა და აქციებით სარგებლობა, რომელიც გაზრდილი ოდენობით ქულების დაგროვებაში გეხმარება.
უქმე დღეებში გასართობი აქტივობების დაგეგმვამდე, გადახედე საქართველოს ბანკის პარტნიორ ობიექტებს, სადაც შაბათ-კვირას დაუვიწყარ დროს გაატარებ და 10-ჯერ მეტ PLUS ქულასაც დააგროვებ:
თუ ოჯახში განტვირთვისა და ხალისის ჰარმონიულ შერწყმაზე შეთანხმდით, მთაწმინდის პარკის სუფთა ჰაერს, შთამბეჭდავ პეიზაჟებსა და თანამედროვე ატრაქციონებს ცოტა რამ თუ შეედრება.
საოჯახო გასართობ ცენტრში ისეთი აქტივობები დაგხვდება, როგორებიცაა: ბოულინგი, ვიდეოთამაშები, სამახსოვრო ფოტოების გადასაღები სივრცე და სხვა. ამიტომ აქ ოჯახის თითოეული წევრი იპოვის საინტერესო გასართობს.
თუ შენი შვილის დაბადების დღე რომელიმე შაბათ-კვირას ემთხვევა, რია-რიას გასართობ ცენტრში მთელ კოსმოსს აღმოაჩენთ და გალაქტიკებს შორის იმოგზაურებთ.
გართობით რომ გულს იჯერებთ მთელ ოჯახში, მადისაღმძვრელი ბურგერების დაგემოვნების ჯერი დადგება, რისთვისაც მაკდონალდსის ნებისმიერ ფილიალში შეგიძლია სტუმრობა.
PLUS ბარათს მომხმარებლებისთვის მუდმივად შეუძლია განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა შეთავაზებებით, ქეშბექებითა და ა.შ. ამ წლის ბოლომდე ისარგებლე ამ განსაკუთრებული შეთავაზებით – ყოველ შაბათ-კვირას ესტუმრე ზემოთ ჩამოთვლილ ობიექტებს, გადაიხადე PLUS ბარათით საქართველოს ბანკის ტერმინალზე და დააგროვე 10-ჯერ მეტი PLUS.