5 ავტომაღაზია, სადაც 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ
Shopping

3 აგვისტო, 2025

5 ავტომაღაზია, სადაც 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებ

automობილი PLUS ქულები ავტო उत्पादები ფასდაკლება ზამთრის მომზადება
თუ მანქანის ან სკუტერის მძღოლი ხარ, ალბათ, გეგმავ კიდეც ავტონაწილების მაღაზიებში ვიზიტს – წინ ცივი სეზონი გველოდება და ჩვენთან ერთად ჩვენს ტრანსპორტსაც სჭირდება ზამთრის ამინდებისთვის მომზადება.
ამ ბლოგში მოგიყვებით, როგორ დაზოგო თანხა.autonაწილების, აქსესუარებისა თუ საწვავის შეძენისას და რომელ მაღაზიებს როდის უნდა ეწვიო, რომ დამატებით დააგროვო უფრო ბევრი PLUS ქულა, ვიდრე აქამდე.
ავტოპროდუქტებისა და ავტოსერვისის ქსელში ამბოლი 25 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას 10-ჯერ მეტი PLUS ქულა დაგერიცხებათ. მაღაზია საქართველოს 8 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, მარნეული, ფოთი, თელავი) არის წარმოდგენილი და მანქანისთვის ყველა საჭირო ნაწილს ერთ სივრცეში იტევს. თანაც აქ მისულს უამრავი ფასდაკლება დაგხვდება და შოპინგი კიდევ უფრო გაგიმარტივდება.
10-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებ Winto-შიც, სადაც შეგხვდება ავტოპროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანი ნებისმიერ საფასო კატეგორიაში – სერვისცენტრების მოსახერხებელი მდებარეობა და მოქნილი სამუშაო განრიგი გაგიადვილებს მოულოდნელი დისკომფორტის მოგვარებას ნებისმიერ დროს. ისღა დაგრჩენია, 30 ნოემბრამდე ეწვიო Winto-ს და გაიათმაგო PLUS ქულები.
ვინტოს მსგავსად, Detailing Georgia-შიც 30 ნოემბრამდე სტუმრობა, საავტომობილო ინვენტარის შეძენა და მომსახურების მიღება გაათმაგებულ PLUS ქულებს ნიშნავს. ესაა საავტომობილო სამყაროსთვის სივრცე, რომელიც საუკეთესოდ ამართლებს თავის დასახელებას – ნებისმიერი წვრილმანი საავტომობილო პროდუქტი ერთ მაღაზიაა თავმოყრილი.
სკუტერების მძღოლებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სივრცეა სკუტ სკუტი, რომელიც 2019 წლიდან დღემდე ხარისხიანად ემსახურება თავის კლიენტებს და ქვეყნის „გასკუტერიანობის“ პროცესს აგრძელებს. 30 ნოემბრის ჩათვლით 10-ჯერ მეტი PLUS ქულა სკუტ სკუტის ყველა ვიზიტორსა და მყიდველს!
ისღა დაგრჩენია, დაიმახსოვრო ეს მაღაზიები, ადრევე მოემზადო ზამთრისთვის, შეარჩიო დროის სწორი მონაკვეთი და ესტუმრო ზემოთ ჩამოთვლილ სივრცეებს – რაც მთავარია, საჭირო პროდუქტების შეძენის პარალელურად, გაიათმაგო PLUS ქულები!
აქვე გაითვალისწინე ისიც, რომ წლის ბოლომდე, ყოველ შაბათ-კვირას, რომპეტროლის, გალფის, სოკარისა და ლუკოილის ბენზინგასამართ სადგურზე პლუს ქულებით გადახდისას 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ.

მსგავსი ბლოგები

ყველა ბლოგის ნახვა